პედაგოგიური პრაქტიკის
კვლევა
კლასის მართვის პრობლემები და მათი გაუმჯობესების გზები
შესავალი
კლასის ეფექტური
მართვა სწავლა-სწავლების პროცესის შეუფერხებლად წარმართვისა და მოსწავლეთა არასასურველი
ქცევის თავიდან აცილების გზაა; ამიტომ მნიშვნელოვანია, მასწავლებელი იცნობდეს და ფლობდეს კლასის ეფექტურად
მართვის ხერხებს. წინამდებარე ნაშრომი არის პრაქტიკული კვლევის ანგარიში. ნაშრომში
განხილულია კლასის მართვის პრობლემები და ამ პრობლემების გადასაჭრელად დაგეგმილი და
განხორციელებული ცვლილებები.
ლიტერატურის მიმოხილვა
სასწავლო გარემო
უნდა იყოს პროდუქტიული. პროდუქტიულად ითვლება სასწავლო გარემო, კლასი, რომლიც არის
მოწესრიგებული და სწავლაზე ორიენტირებული. ასეთ კლასში მოსწავლეები თავს ფიზიკურად
და ემოციურად დაცულად გრძნობენ, მათი ჩვევები, დამოკიდებულებები, მოლოდინები, სწავლის
გამოცდილება და მისაღები ქცევის სტანდარტები ხელს უწყობს სწავლას. ასეთი სასწავლო გარემოს
ჩამოყალიბებაა მასწავლებლის უმნიშვნელოვანესი მოვალეობა. (განათლების ფსიქოლოგია, მ.
წერეთელი, 2016).
კლასის ეფექტური
მართვა მიზანმიმართული სწავლებისა და სწავლისათვის პირობების შექმნას გულისხმობს. სწავლების
პროცესი დისციპლინით იმართება. ,,დისციპლინა - არის ღონისძიებები, რომელთაც
ღებულობს მასწავლებელი მოსწავლეთა ქცევის პრობლემების მინიმუმამდე დასაყვანად. “ (მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი (მპგეც), კლასის მართვა, 2016, 2). დისციპლინა
კი სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ნორმებს მოიცავდა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრი (კლასის მართვა, 2016, 2) კლასის მართვის
სამ სტილს განიხილავს; ესენია: ავტორიტარული, დემოკრატიული და ქაოსური. ამათგან
ავტორიტარულს ახასიათებს მაღალი კონტროლი, მკაცრი და შეუვალი წესები, არასასურველი
საქციელის მკაცრი დასჯა, მოსწავლის ინიციატივების, შეხედულებებისა და შესაძლებლობების
უგულებელყოფა. სწავლების მეთოდები მთლიან კლასზეა ორიენტირებული (და არა ინდივიდზე),
მოსწავლეთა მოტივაცია ძირითადად გარეგანია (ჯილდო ან დასჯის შიში), საგაკვეთილო დრო
ყოველთვის ერთგვარადაა გადანაწილებული, სასწავლო სივრცე დაუნაწევრებელია და ქცევის
წესებიც მოსწავლეთა მონაწილეობის გარეშეა შემუშავებული მასწავლებლისგან, ან ადმინისტრაციისაგან;
მასწავლებლი მიმართავს არასასურველი ქცევი კორექციას
და არა პრევენციას. შედეგად კი ასე აღზრდილი
ბავშვი: აგრესიულობისკენაა მიდრეკილი, საკუთარი ღირსების ნაკლები გრძნობა აქვს, კომუნიკაციის
უნარები, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება ნაკლებადა აქვს განვითარებული.
ქაოსური მართვის
დროს ,,ზედმეტი“ თავისუფლება აქვთ მოსწავლეებს, ნაკლებად კონტროლდებიან და თავადაც
ვეღარ აკონტროლებენ თავიანთ იმპულსებს; პირადი პასუხისმგებლობის გრძნობა დაბალი აქვთ.
საუკეთესო კი კლასის
დემოკრატიული მართვაა. რაც გულისხმობს მოსწავლესა და მასწავლებელს შორის თანამშრომლობით
ურთიერთობას. მასწავლებლისათვის მნიშვნელოვანია მოსწავლეთა აზრი, დამოკიდებულება, ცოდნა
საკითხთა მიმართ. კლასი მასწავლებელთან ერთად მუშაობს და ქმნის ქცევის წესებს, რესურსები ყველა მოსწავლისათვისაა ხელმისაწვდომი,
საკლასო ოთახი დანაწევრებულია ფუნქციურ ზონებად, მოსწავლეებში სასურველი ქცევა ყალიბდება
არჩევანის გაკეთების გზით და არა დასჯით. მასწავლებელი ხშირად აქებს მოსწავლეებს, ამხნევებს
მათ. თანამშრომლობითი მიდგომა მოსწავლეებს ეხმარება ინტელექტუალური, სოციალური, კომუნიკაციის
უნარების განვითარებაში, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში, რეალური
თვითშეფასების უნარის გამომუშავებაში, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებისა და პირადი
ინიციატივების გამომჟღავნების უნარების განვითარებაში.
კლასის ეფექტურად
მართვისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენეტია გასათვალისწინებელი: ქცევის წესებისა
და პროცედურების შემუშავება, მათი დაცვა და შესრულება, ქცევის წესების პრევენცია (ვიდრე
კორექცია), მასწავლებლის დომინანტურ და თანამშრომლობით ურთიერთობა მოსწავლესთან და
მოსწავლეებში თვითდისციპლინის უნარის განვითარება. (მპგეც, კლასის მართვა, 2016,
9-19).
აქვეა დასახელებული
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა _ კონფლიქტი. კონფლიქტი დასახელებული, როგორც ,,ცხოვრების
ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა“ (გვ. 20), რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ნეგატიური ან პოზიტიური
ენერგია. კონფლიქტის პოზიტიური ფუნქცია წარმოდგენილია, როგორც წინსვლის, განვითარების
წყარო, გამოვლენილი წინააღმდეგობის ფორმაში: სიტუაცია, რომელშიც ადამიანებს აქვთ სხვადასხვა
შეხედულებები ერთსა და იმავე საკითხზე და მოსურნენი არიან ერთობლივი გადაწყვეტილების
მიღწევაზე (ჟან პიაჟეს სკოლის იდეები, სოციო-კოგნიტური კონფლიქტი).
ხოლო ნეგატიური
ენერგიის კონფლიქტების მოგვარება ისევ და ისევ მოსწავლისა და მასწავლებლის თანამშრომლობით
უნდა მოხდეს. აქ შემოთავაზებულია თომასისა
და ქილმენის კლასიფიკაცია, რომელზედაც
ხუთი ძირითადი სტრატეგიაა გამოყოფილი: 1) განრიდება, 2) კონკურენცია, 3) შეგუება,
4) კომპრომისი და 5) თანამშრომლობა.
მნიშვნელოვანია
ისიც, რომ მოსწავლეებს ვასწავლოთ მედიატორობა (გვ.19-32) .
აღნიშნულია ისიც,
რომ კონფლიქტური სიტუაცია ადამიანში ემოციებს იწვევს და მოსწავლეებს უჭირთ ამ ემოციების
კონტროლი, მართვა; ასეთ სიტუაციაშიც მოსწავლისთვის უფროსები უნდა გახდნენ ემოციების
მართვის მაგალითები (მასწავლებლები და მშობლები), მათ უნდა ასწავლონ სტრატეგიები ბრაზის
სამართავად: სიმპტომების გამოცნობა, ბრაზის სხვაგვარად გამოხატვა (ყველაფრის აქეთ-იქით
გადაყრის ნაცვლად სიტყვიერად გამოხატვა), ასერტული ქცევის განვითარება. და ამასთანავე
სკოლაში თბილი, კეთილგანწყობილი გარემო უნდა იყოს შექმნილი (გვ.32-36).
,,ასერტულობა პიროვნული თვისება არ არის, ის უნარია, რომლის სწავლაც შეიძლება.“
(ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარების განვითარება დაწყებითი
კლასების მოსწავლეებში, მპგეც, 2016, 21). და აქვე აღნიშნულია, რომ ფსიქოლოგები ასეთ
ქცევას ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევენ კონფლიქტის მოგვარებისას. ამ ქცევას დიდი უპირატესობა
აქვს პასიურ და აგრესიულ ქცევებთან შედარებით. პასიური ქცევისას ადამიანი პირდაპირ
არ ავლენს საკუთარ საჭიროებებსა და გრძნობებს, საკუთარ სურვილებზე ან უარს ამბობს,
ან სხვათა სურვილებს უქვემდებარებს, საუბრისას გაუბედავია. აგრესიული სტილით ურთიერთობისას
ადამიანი საკმაოდ კარგად ავლენს საკუთარ საჭიროებებს, თუმცა სხვათა უფლებებსა და გრძნობებს
უგულებელყოფს; მისთვის დაცინვა და სხვათა დამცირებაა დამახასიათებელი. ,,ის იმდენად დარწმუნებულია თავის სიმართლეში, რომ
რეალურად სხვებს მაშინაც კი არ უსმენს, როცა ისინი დასმულ კითხვაზე პასუხობენ“ (გვ.22).
ასერტული ქცევისას კი ადამიანი საკუთარ საჭიროებებს გამოხატავს თავისუფლად, თუმცა სხვათა
უფლებების გათვალისწინებით, მოლაპარაკებებისთვის მზადაა, შეუძლია თხოვნა პირდაპირ გამოხატოს
და უარიც სხვათა თხოვნაზე პირდაპირ თქვას, კრიტიკასაც მტრული და თავდაცვითი პოზიციის
გარეშე ღებულობს, მისგან ემპათია ვლინდება. ასერტულობა თვითგახსნის ფორმაა, ასეთი ადამიანები
პატივს სცემენ მეორე ადამიანის თავაზიანობას, გონიერებას. ასერტულობა ამარტივებს ადამიანებთან ურთიერთობას:
,,საკუთარი საჭიროებებისა და მოთხოვნების პირდაპი, მშვიდად და ნათლად გამოხატვა, გამოთქმული
მოსაზრების სწორად გაგებასაც უწყობს ხელს და ორივე მხარის ნერვიულ სისტემას თუ დროსაც
ზოგავს.“ (გვ.23).
ეფექტური კომუნიკაციისა
და თანამშრომლობის უნარების განვითარება დაწყებითი კლასებიდანვე უნდა დაიწყოს (მპგეც,
ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარების განვითარება დაწყებითი კლასების
მოსწავლეებში, 2016, 2), რადგან სოციალური კომპეტენტურობის განვითარებით მოსწავლეს
თვითპატივისცემის გრძნობა უვითარდება და ეს ეხმარება თვითრეალიზაციაში; ეს კი თავისთავად
გულისხმობს მოსწავლის შემდეგგვარ თვისებებს: ადამიანი სწორად აღიქვამს სინამდვილეს და ჩვეულებრივ მოვლენებშიც
რაღაც საინეტერესოს ხედავს; უშუალოა, უბრალო და ბუნებრივი; მისთვის მთავარი პრობლემაა
და არა საკუთარი ,,მე“; ახასიათებს ,,ნების თავისუფლება“, საზოგადოებრივი ინტერესი
და თანაგრძნობის უნარი, კაცობრიობის სიყვარული; არის ეთიკური და იცავს ზნეობრივ ნორმებს;
აქვს იუმორის ფილოსოფიური გრძნობა და არის შემოქმედებითი.
ბავშვებისთვის მნიშვენლოვანია
მეგობრების ყოლა, ურთიერთობები და ამიტომ მე-5 - მე-6 კლასებში აქტუალური ხდება მცირე
სოციალური ჯგუფების მეგობრობა. ბავშვები ავსებენ ერთმანეთს, თუმცა შეიძლება აგრესიული
ან მორიდებული ბავშვი ჯგუფიდან გარიყული აღმოჩნდეს; ამ ჯგუფებს თავისი ნორმები და გადანაწილებული
როლები აქვთ.
აქვე აღნიშნულია
ისიც, რომ ბავშვებს აქვთ სწრაფვა შეესატყვისებოდნენ უფროსების თუ სამეგობრო წრის ნორმებს
(კონფორმულობა);
ეს ნორმალური პროცესია, თუმცა შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს: თუკი ბავშვი
ზედმეტად ცდილობს ნორმებთან შესატყვისობას და ჯგუფის ნორმები არც თუ ისე მისაღებია.
ძალზე კონფორმულ ბავშვებს დამახასიათებელი თვისებები აქვთ: არასრულფასოვნების გრძნობა,
მომატებულ შფოთვა და სხვათა მოსაზრებებზე ძალიან
დამოკიდებულება.
ბავშვები ურთიერთობებში
ხშირად იყენებენ მეტსახელებსაც. მეტსახელი ბავშვთა გარკვეულ თავისებურებას უსვამს ხაზს,
თუ ბავშვს მეტსახელი არ გააჩნია, მას გარკვეული უნიკალური თავისებურებაც არ აქვს (ტომ
ჰარეს კვლევა, მპგეც, 2016, 8), თუმცა, შეიძლება მეტსახელი ბავშვისთვის დისკრიმინაციული
(ჯგუფის ნორმებისგან განსხვავებულობა) და მტკივნეული იყოს.
აქვე აღნიშნულია
დაწყებითი კლასების მოსწავლეებში კომუნიკაციის უნარის განვითარების გზების კომპონენტები:
კლასთან ერთობის, მიკუთვნებულობის გრძნობის განვითარება; თვითპატივისცემის უნარის განვითარება;
დამოუკიდებლად ან ჯგუფთან ერთად გადაწყვეტილების მიღების უნარის განვითარება; ემპათიის
გრძნობის განვითარება; პიროვნული განვითარების ხელშეწყობა; გრძნობების გამოხატვის უნარის
განვითარება; სტრესისა და შფოთვის დაძლევა; პრობლემების ძალადობის გარეშე მოგვარების
უნარის განვითარება; პიროვნულ თავისუფლებასა და ჯგუფში მჭიდრო ურთიერთობებს შორის ბალანსი;
მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინება.(გვ.24-28). ამ უნარების
განსავითარებლად მრავალფეროვანი მეთოდებია წარმოდგენილი (გვ.28-44).
საკვლევი საკითხი და პრობლემა
პრობლემის შერჩევა
პრაქტიკული კვლევა
ჩატარდა სსიპ ამბროლაური მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდის საჯარო სკოლაში. სამიზნე
ჯგუფი იყო VIII კლასი. კლასში ირიცხება შვიდი მოსწავლე, სამი გოგონა და ოთხი ბიჭი.
ამ კლასის დამრიგებელი მე-5 კლასიდან ვარ; ეს კლასი ყოველთვის რთულად სამართავ კლასად
ითვლებოდა და სკოლა (პედაგოგები, ადმინისტრაცია) და მშობლები ყოველთვის ვცდილობდით
მიგვეღო შესაბამისი ზომები და მოსწავლეთა ქცევა დაგვეხვეწა; გარკვეულ წარმატებებს ვაღწევდით,
თუმცა კლასის მართვის პრობლემის ბოლომდე მოგვარება ვერ ხერხდებოდა. წელსაც გაგრძელდა კლასის მართვის პრობლემები და ფარული
თუ ღია კონფლიქტები მოსწავლეთა ურთიერთობებში. ეს შეიძლება იმითაც იყოს გამოწვეული,
რომ ბავშვები იზრდებიან და სხვა ინტერესები, მოლოდინები, სურილები უჩნდებათ. ამ ასაკში იწყება პიროვნების ფორმირება სხვადასხვა კუთხით. გარდატეხის ასაკის პრობლემების შესახებ ყველამ იცის. ყველას გაუგონია, რომ ამ დროს მოზარდს ქცევა ეცვლება. ის ხდება უფრო ჯიუტი, ხშირად – აგრესიული (განსაკუთრებით – უფროსების მიმართ),
ზოგჯერ
საკუთარ
თავში
იკეტება,
ეცვლება
ხასიათი
და
ინტერესთა
სფერო,
უჩნდება
სწავლისადმი
ინდიფერენტული
დამოკიდებულება,
რასაც
განსაკუთრებით
მძაფრად
აღიქვამენ
მასწავლებლები.
აქვე
მინდა
დავამატო,
რომ
„რთული
ასაკისთვის“
დამახასიათებელი
თავისებურებები
თავს
იჩენს
არა
მხოლოდ
იმ
მოსწავლეებთან,
რომლებსაც
სწავლა
უჭირთ.
ამ
ცვლილებებს
განსაკუთრებით
განიცდიან
ბავშვების
მშობლები,
სოციუმი
და,
რაღა
თქმა
უნდა,
პედაგოგები.
პედაგოგებთან
გასაუბრებით
აღმოვაჩინე,
რომ
უმრავლესობას
უჭირდა
კლასში
მოსწავლეთა
ქცევის
მართვა.
ჩემი
თხოვნით შევიკრიბეთ
კლასში შემსვლელი მასწავლებლები. ვისაუბრეთ კლასში არსებულ
პრობლემებზე,
აღმოჩნდა,
რომ
მოსწავლეეთა ნაწილი ზოგჯერ აგვიანებდა
გაკვეთილებზე,
არ
წერდნენ
საკლასო
და
საშინაო
დავალებებს, არ დაატარებდნენ ყველა საჭირო ნივთს, ეკამათებოდნენ ერთმანეთს და კლასში იქმნებოდა
კონფლიქტური
სიტუაციები,
არ
ემორჩილებოდნენ სკოლის შინაგანაწესს. ამ პრობლემების მიზეზების
დადგენის
მიზნით
გადავწყვიტე ჩამეტარებინა საკუთარი პედაგოგიური
პრაქტიკის
კვლევა
საგნის
მასწავლებლებთან
თანამშრომლობით
და
დამედგინა
მოსწავლეთა ქცევითი პრობლემების გამომწვევი
მიზეზები,
რ ა ფაქტორები მოქმედებდა მათ ქცევაზე.
ჩვენ გამოვთქვით ვარუდები,
რომ პრობლემის
გამომწვევი ფაქტორები
შესაძლოა
იყოს
მაგალითად:
·
პედაგოგების ლმობიერება;
·
ქცევის წესების
არქონა ან შეუსრულებლობა;
·
მოსწავლეთა
ურთიერთობა;
·
გაკვეთილზე საკუთარი როლისა და ადგილს შეუცნობლობა;
·
სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა;
·
ასაკობრივი
თავისებურებები;
·
გაკვეთილზე
საჭირო მასალის
უქონლობა;
·
სხვისი
აზრის გაუთვალისწინებლობა;
·
მშობელთა
ინერტულობა;
გამომდინარე იქიდან, რომ მერვე კლასი გარდატეხის ასაკის შუა პერიოდია, ამ დროს ზოგიერთ მოსწავლეში თავს იჩენს ძალაუფლების და
გავლენების ქონის სურვილი,
ხოლო
მოსწავლეთა
ეს ქცევა უარყოფითად
აისახება
მთელი კლასის ემოციურ მდგომარეობაზე, და აკადემიურ
მოსწრებაზე.
თუ ზუსტად დადგენილია
მიზეზი, შეიძლება ამ მიზეზის აღმოფხვრის, განეიტრალების საშუალებების გამოძებნა, რითაც
მოსწავლეებიც, მასწავლებლებიც უკეთეს სასწავლო გარემოში აღმოჩნდებიან.
კვლევის მიზანი
ამ კვლევის მიზანია VIII კლასის მოსწავლეთა ქცევითი პრობლემების
გამომწვევი მიზეზების დადგენა, შესაბამისი ინტერვენციის დაგეგმვა, განხორციელება და
მიღწეული შედეგების შეფასება.
მეთოდოლოგია
ამ თავში განხილულია
საკვლევი საკითხი და ქვეკითხვები. მოცემულია კვლევის გეგმა. განხილულია კვლევისათვის
მონაცემთა შეგროვების მეთოდები.
საკვლევი საკითხი
შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ,,კლასის მართვის პრობლემები VIII კლასში და მათი გადაჭრის გზები“.
კვლევის მთავარი
კითხვა : რა არის VIII კლასში კლასის მართვის პრობლემების გამომწვევი მიზეზები?
კვლევის მთავარ
კითხვაში აღნიშნული პრობლემების მიზეზების დადგენაში დაგვეხმარება შემდეგ ქვეკითხვებზე
პასუხის გაცემა:
·
რამდენად ხშირად არღვევდნენ მოსწავლეები ქცევის წესებს?
o თუ
არღვევდნენ, რა იყო ამის მიზეზი?
o თუ
არ არღვევდნენ, რატომ არ არღვევდნენ?
·
რომელი საგნის მასწავლებლების გაკვეთილებზე იქცევიან
კარგად აღნიშნული კლასის მოსწავლეები? რა არის ამის მიზეზი?
·
რომელი საგნის მასწავლებლების გაკვეთილებზე იქცევიან
ცუდად აღნიშნული კლასის მოსწავლეები? რა არის ამის მიზეზი?
·
აცნობდნენ თუ არა მასწავლებლები მშობლებს მოსწავლეთა
ქცევის წესებს, და გასაგები იყო თუ არა მათთვის ისინი? (მუშაობდნენ მასწავლებლები მშობლებთან?)
·
უზიარებენ
თუ არა
კლასში შემსვლელი
მასწავლებლები ერთმანეთს
საკუთარ გამოცდილებას მოსწავლეთა ქცევის ჩამოყალიბების პროცესში, კლასის მართვაში
წარმოქმნილი
სირთულეებისა
და
მათი
გადაჭრის
გზების
შესახებ?
·
როგორი დამოკიდებულება აქვთ თანაკლასელებს ერთმანეთთან?
ვფიქრობ, აღნიშნულ
კვლევის შედეგად
მომავალში შევძლებ
კლასის ეფექტურ
მართვას, რაც შედეგად
მოიტანს სწავლება-სწავლის ხარისხის
ამაღლდებას.
აღნიშნულ
კითხვებზე პასუხის
გასაცემად შევიმუშავე
კვლევის გეგმა.
კვლევის გეგმა
კვლევის სანდოობის
გაზრდის
მიზნით
მონაცემთა შეგროვების მეთოდებად გამოვიყენე
ფოკუს-ჯგუფი, კითხვარები, ინტერვიუ,
მეორადი მონაცემების ანალიზი.
ფოკუს-ჯგუფმა კლასში შემსვლელ
მასწავლებლებთან მომცა
საშუალება განმესაზღვრა აღნიშნული
პრობლემის
აქტუალობა,
დამეხმარა
გამეგო,
რომ უმრავლეს
მასწავლებელს
ამ
კლასში
ჰქონდა
კლასის
მართვასთან
დაკავშირებული
პრობლემები,
რომლებიც
საკუთარი
ძალებით
ვერ
უმკლავდებოდნენ
აღნიშნულ
საკითხს
და
პრობლემა
პრობლემად
რჩებოდა.
ძალიან
მნიშვნელოვანი
მოსაზრებები
გამოითქვა
მასწავლებლების
ფოკუს-ჯგუფში. მაგალითად, ერთ-ერთი პედაგოგის
მოსაზრებით,
ნებისმიერ
ახალ
კლასში
შესვლისას
პირველ
რიგში
ყურადღებას ამახვილებს ქცევაზე
და
იყენებს
შესაბამის
პრევენციულ
ზომებს,
ქცევის
დარღვევის
შემთხვევაში
იყენებს
შესაბამის
ზომებს
და
მაქსიმალურად
მოითხოვს
მოსწავლეებისაგან
ქცევის
წესებისა
და
პროცედურების
დაცვას,
რაც
წინაპირობაა
იმისა,
რომ
კლასში
წარმატებულად
მართავს
საგაკვეთილო
პროცესს.
იმ მასწავლებლებს, რომლებსაც სხვა ნებისმიერი
კლასის
მართვა
არ
უჭირდათ,
ამ
კონკრეტულ
კლასში,
დიდი
ძალისხმევა
სჭირდებოდათ
წესრიგის
დასამყარებლად
და
საგაკვეთილო პროცესის სამართავად. იყვნენ
მასწავლებლები, რომლებიც
საერთოდ ვერ
მართავდენენ კლასს,
მოსწავლეები
თვითნებურად გადაადგილდებოდნენ საგაკვეთილო პროცესის
დროს ოთახში, ასევე არ უსმენდნენ მასწავლებელს, ხშირად საუბრობდნენ არასაგაკვეთილო შინაარსის
თემებზე, იყვნენ ცინიკურები და მასწავლებლის შენიშვნაზე
არ რეაგირებდნენ. ეკამათებოდნენ პედაგოგს
და მაქსიმალურად ცდილობდნენ საგაკვეთილო პროცესის
ჩაშლას.
ფოკუს-ჯგუფი ჩავატარე
მშობლებთანაც, რათა გახსნილი და გულახდილი გარემო შექმნილიყო და გამერკვია, როგორ იქცევიან
მოსწავლეები სახლში, დამატებით რა თავისებურებებისა და ინტერესების მატარებლები არიან;
როგორ შეიცვალნენ.
ფოკუს-ჯგუფი ჩატარდა
VIII
კლასის მოსწავლეებთანაც. მოსწავლეები
აღნიშნავდნენ,
რომ
უამრავი
მიზეზი
არსებობდა
კლასში
ქცევის
წესების
დარღვევისა.
ერთ-ერთი ის იყო, რომ არ აინტერესებდათ
საგანი
და
ვერ
ხედავდნენ
საგნის
შესწავლის
საჭიროებას,
ასევე
მასწავლებლის
ემოციური
მდგომარეობა
და
ლმობიერებაც
განაპირობებდა
მათ
დესტრუქციულ
ქცევას,
თუ
პედაგოგი მკაცრად ექცეოდათ,
შედარებით
აკონტროლებდნენ
საკუთარ
ქცევას,
თუმცა
სრულყოფილად
ვერა.
ასევე
აღნიშნეს,
რომ
სახელმძღვანელოში
მოთავსებული
მასალა
იყო
უინტერესო,
რაც
მათ
უკარგავდა
მოტივაციას. რაც შეეხება თანაკლასელთა შორის ურთიერთობებს, მათი აზრით, ისინი ვერასდროს
გახდებოდნენ ერთი გუნდი, ვერ იმეგობრებდნენ ერთმანეთთან, რაკი ისინი ძალიან განსხვავებულები
იყვნენ ერთმანეთისაგან; განსხვავებულობა ყოველთვის ხელს შეუშლიდა ურთიერთობებს.
კითხვარი მომზადდა
მოსწავლეებისთვის
(იხ.დანართი
N1 და N2). ანკეტირებაში მონაწილეობა მიიღეს
VIII
კლასის მოსწავლეებმა. მათ შეავსეს ამობეჭდილი ფურცლები.
კითხვარი
შეავსო ყველ ამოსწავლემ.
ანკეტირებაში ყველა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მიმაჩნია, რომ
ამ კითხვარმა ზოგადი
წარმოდგენა
შექმნა
მოსწავლეების
დამოკიდებულებებისა
და
მოსაზრებების
გასაგებად
სკოლაში, კლასში ქცევასთან
დაკავშირებით.
ინტერვიუ VIII
კლასის
მოსწავლეებთან.
ეს მეთოდი იმიტომ გამოვიყენე, რომ უფრო
გახსნილები ყოფილიყვნენ, ასევე პასუხი გაეცათ დამატებით
კითხვებზე,
რაც
კითხვარით
ვერ მივიღე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო თვითდაკვირვებისა
და თანამშრომლობის შესახებ მიღებული ინფორმაცია, რომელიც ჩაკითხვებითა და დამაზუსტებელი
კითხვებით მივიღე. დამოუკიდებლად ასეთ კითხვებზე პასუხის გაცემა ძალიან გაუჭირდებოდათ
/ ვერ შეძლებდნენ.
მეორადი
მონაცემების ანალიზი
_ მეტი
ინფორმაცია
რომ
მომეპოვებინა,
საკვლევ
საკითხთან
მიმართებაში
გავესაუბრე დაწყებითი კლასის მასწავლებელს, აღმოჩნდა რომ კლასში რამდენჯერმე მოხდა მოსწავლეთა მობილობა, რამაც
გამოიწვია
შეუთავსებლობა
ახლად
გადმოსულ
მოსწავლეებსა
და
კლასში
დამხვდურებს
შორის.
მონაცემთა ანალიზი
მასწავლებლებთან
ფოკუს-ჯგუფის შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ მოსწავლეები ხშირად არღვევდნენ
ქცევის წესებს. ამის რამდენიმე მიზეზი დასახელდა: წესების უქონლობა, არასწორად შედგენილი
წესები, სახდელების არარსებობა, წესების დაცვისას არათანმიმდევრულობა, მასწავლებლის
ლმობიერება, რთული და ნაკლებად საინტერესო სასწავლო მასალები და აქტივობები.
რამდენიმე მასწავლებლის გაკვეთილებზე იქცევიან კარგად. ამის მიზეზი
სწორად შედგენილი ქცევის წესების თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად დაცვაა.
მასწავლებლები მშობლებს მოსწავლეთა ქცევის წესებს არ აცნობენ _ ამ
მიმართულებით მასწავლებლები მშობლებთან არ მუშაობდნენ.
კლასში
შემსვლელი მასწავლებლები ერთმანეთს
იშვიათად უზიარებენ საკუთარ
გამოცდილებას
მოსწავლეთა ქცევის ჩამოყალიბების პროცესში, კლასის მართვაში
წარმოქმნილი
სირთულეებისა
და
მათი
გადაჭრის
გზების
შესახებ.
თანაკლასელებს ერთმანეთთან ხშირად ცინიკური და აგრესიული დამოკიდებულება
აქვთ.
მშობლებთან
ფოკუს-ჯგუფის ანალიზმა აჩვენა, რომ მოსწავლეები სახლებში უმეტესად კარგად იქცევიან,
ოჯახში არსებულ წესებს იცავენ; რომელიმე მოსწავლის რაიმე ახალი მახასიათებელი არ გამოვლენილა.
მოსწავლეებთან ფოკუს-ჯგუფის ანალიზით
ირკვევა, რომ კარგად იქცევიან, თუ წესებს მკაცრად იცავს მასწავლებელი, თუ სასწავლო
მასალა რთული და მოსაწყენი არაა.
მოსწავლეთა კითხვარების
ანალიზით გამოვლინდა რამდენიმე მიზეზი, რაც ხელს უწყობს მათ შორის კეთილგანწყობილი
ურთიერთობის შექმნას: ჯგუფური მუშაობა, ერთმანეთისადმი კეთილგანწყობილების გამოხატვა,
საერთო ინტერესები და მიზნები;
და ხელს უშლის: დისკუსიები, შეჯიბრი, ირონია და დაცინვა
(ყველაზე მეტმა დაასახელა), განსხვავებული ხასიათები.
(კვლევას ერთვის რამდენიმე წრიული დიაგრამა)
მოსწავლეებთან
ინტერვიუს შედეგების ანალიზისას გამოიკვეთა, რომ მოსწავლეებს აქვთ დადებითი ქცევის
სურვილი, სურთ კლასელებთან თანამშრომლობითი ურთიერთობა, წესრიგსა და წესებს პატივს
სცემენ, თუმცა ვერ ახერხებენ შესაბამისად მოქცევას, ვერ ახერხებენ თვითკონტროლს. თანაკლასელთა
ქცევაში ირონია და უყურადღებობა აწუხებთ (ამის შეცვლას ისურვებდნენ).
კვლევის
მიგნებები
მონაცემთა ანალიზისას
გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება:
·
კარგად შედგენილი და კარგად ამოქმედებული ქცევის წესების
დეფიციტი;
·
მასწავლებელთა და მშობელთა ურთიერთობაში მეტი სიახლოვის
საჭიროება, ახსნა რას და რა მიზნით აკეთებს მასწავლებელი;
·
გამოცდილების გაზიარების ნაკლებობა VIII კლასში შემსვლელ პედაგოგთა შორის
(პედაგოგები ამ თემაზე
საუბარს გაურბიან,
რადგან ეს მათთვის
მტკივნეული საკითხია,
არავის უნდა
იმის
აღიარება,
რომ
უჭირს
კლასის
მართვა, მის გაკვეთილზე არეულობაა);
·
მოსწავლეებში თანამშრომლობისა და თვითკონტროლის უნარების
განვითარების საჭიროება.
·
წლის
დასწაყისშივე მასწავლებელი თუ არ შეიმუშავებს ქცევის
წესებს და პროცედურებს მოსწავლეებთან ერთად, ეს გამოიწვევს იმას,
რომ გაუჭირდება კლასის მართვა, საგაკვეთილო პროცესი ჩაიშლება და სწავლა-სწავლების ხარისხი უზომოდ დაბალი იქნება.
·
მასწავლებელი
სანამ
პირველად
შევა ნებისმიერ კლასში, მანამდე აუცილებლად დამრიგებლისაგან უნდა გაიგოს თითოეული
მოსწავლის
ფსიქო-სოციალური მდგომარეობა, რაც
დიდად განაპირობებებს კლასის ეფექტური
მართვის პროცესს.
ინტერვენცია
კვლევის
პროცესში მიღებული ინფორმაციისა და მონაცემთა ანალიზის საფუძველზე შეირჩა ინტერვენციის
რამდენიმე ვარიანტი:
1.
VIII კლასში შემსვლელ
მასწავლებელთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება გამოცდილების გაზიარების
მიზნით
(როგორ შევიმუშაოთ ქცევის წესები და პროცედურები);
2.
მოსწავლეთა შორის თანამშრომლობითი
უნარების განვითარება _ როლური
თამაშები, კინოჩვენება;
3.
მოსწავლეებში
თვითკონტროლის უნარის განვითარებისთვის თვითრეგულაციის გამოსამუშავებელი სტრატეგიების
დანერგვა;
4.
მოსწავლეთა
ჩართვა სასკოლო
და
საკლასო
შემეცნებით ღონისძიებებში;
5.
მშობელთა აქტიური ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში.
1.
VIII კლასში შემსვლელ
მასწავლებელთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება გამოცდილების გაზიარების
მიზნით
(როგორ შევიმუშაოთ ქცევის წესები და პროცედურები);
ხშირი საუბრებითა და გამოცდილების გაზიარებით უკეთ გავერკვიეთ მოსწავლეთა საჭიროებებში, კლასის ეფექტური
მართვის
სტრატეგიებში,
რომლებიც
ნაწილობრივ
დავნერგეთ
პრაქტიკაში,
ეს
გარკვეულწილად
მე
და ჩემს კოლეგებს დაგვეხმარა კლასის მართვაში.
2.
მოსწავლეთა შორის თანამშრომლობითი
უნარების განვითარება _ როლური
თამაშები, კინოჩვენება;
მოსწავლეები გაეცვნენ წინასწარ საპრეზენტაციო
პროგრამაში აწყობილ ურთიერთობის სხვადასხვა სახის ამსახველ სურათებს (ემპათია, აგრესია,
ირონია, თანამშრომლობა), ამოიცვნეს და შეაფასეს თითოეული მათგანი, გაითამაშეს ესა თუ
ის პოზიცია, გამოიტანეს დასკვნები.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ნ. დუმბაძის
,,კორიდა“ და თვალსაჩინოებისათვის ნახეს ანიმაციური ფილმი ,,ფერდინანდი“. ამოიცვნეს
და შეაფასეს პერსონაჟთა ურთიერთობები.
3.
მოსწავლეებში
თვითკონტროლის უნარის განვითარებისთვის თვითრეგულაციის გამოსამუშავებელი სტრატეგიების
დანერგვა;
მოსწავლეებთან, რომელთაც ქცევითი პრობლემები
ჰქონდათ, ქცევის თვითმართვის უნარის განვითარება დავიწყე. შევარჩიეთ სამიზნე ქცევები,
თვითდაკვირვების მეთოდი, წახალისების ფორმები და დავიწყეთ თვითდაკვირვების სისტემის
გამოყენება.
4.
მოსწავლეთა
ჩართვა სასკოლო
შემეცნებით ღონისძიებებში.
სკოლაში ჩატარდა ინტელექტუალური თამაშები,
,,რა? სად? როდის?“. კლასი ძირითადად ჩაერთო (5 მოსწავლე) და აქტიური მონაწილეობა მიიღო
ამ თამაშში. მათ უწევდათ თანამშრომლობა თანაკლასელებთან და სხვადასხვა კალასის მოსწავლეებთან.
5.
მშობელთა აქტიური ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში.
ამ მიზნით
პერიოდულად ვხდებოდი
კლასის
მოსწავლეთა
მშობლებს.
ვსაუბრობდით
სწავლის
ხარისხის
ამაღლებაზე,
სკოლისა
და
ოჯახის
როლზე
პიროვნების
ჩამოყალიბებაში.
ვუხსნიდი რას და რა მიზნით ვმოქმედებდით სკოლაში
და რა იყო მნიშვნელოვანი მოსწავლეთაგან სახლში გასაკეთებლად.
ინტერვენციის
შეფასება
მნიშვნელოვანი იყო გამეგო:
VIII კლასში შემსვლელ მასწავლებელთა შორის თანამშრომლობის გაღრმავებამ იქონია თ უ არ ა გავლენაპედაგოგთა მუშაობაზე.
გამოკითხვით გაირკვა, რომ გამოცდილების გაზიარების შემდეგ ბევრი დეტალი, რომელიც აქამდე
ბუნდოვაი იყო მასწავლებლებისთვის, უფრო ნათელი გახდა. ბევრმა მასწავლებელმა აღნიშნა,
რომ კრიტიკული მეგობრის გაკვეთილზე დასწრებამ და შემდგომ ყოველივეს ანალიზმა მათ დიდი
დახმარება გაუწიათ სკუთარი იდეებისა და ქმედებების დალაგებაში.
მნიშვნელოვანი იყო გამეგო,
მოსწავლეთა შორის თანამშრომლობითი უნარების განვითარებას როგორი შედეგი მოჰყვა. როლური
თამაშების გავლენა დიდი იყო: მოსწავლეები ძალიან შეწუხდნენ აგრესიისა და ირონიის გამოვლინებების
დანახვით; მოტივაცია, ემოქმედათ დადებითად და ეთანამშრომლად ერთმანეთთან, ძალიან ამაღლდა;
მოსწავლეები აქტიურად ცდილობენ თანამშრომლობასა და ემპათიას. რაც შეეხება კინოჩვენებას:
,,ფერდინანდ“-ში ნაჩვენები სიტუაცია ნაწილობრივ ჰგავდა კლასში არსებულს; როგორც მოსწავლეებში
ჩატარებული ფოკუს-ჯგუფის განხილვისას აღინიშნა, მოსწავლეთა აზრით, ისინი ვერასოდეს
შეძლებდნენ ერთ გუნდად ყოფნას, რადგან ძალიან განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან. ამ
ანიმაციურ ფილმშიც ნაჩვენები იყო განსხვავებულ და აგრესიულად მოურთიერთე პერსონაჟები, და მათ შეძლეს გაერთიანება, თანამშრომლობა
და მეგობრობა. ამ ფილმის ყურებისას მოსწავლეებმა თვალნათლივ დაინახეს, როგორ შეიძლება
ააწყო ურთიერთობები. ფილმის ანალიზის შენდეგ გამოტანილი დასკვნებით, ურთიერთობის კონკრეტული
მიმართულებები შემუშავდა: განსხვავებულობა მრავალფეროვნებისა და ერთმანეთის შევსების
საშუალებაა, ემპათია და კეთილგანწყობა სასიამოვნოა და ურთიერთობებში გვეხმარება, თანამშრომლობა
ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი ძალაა. ფილმის ყურების შემდეგ მოსწავლეთა ურთიერთობები
დიდწილად შეიცვალა.
მოსწავლეებში
თვითკონტროლის უნარის განვითარებისთვის თვითრეგულაციის გამოსამუშავებელი სტრატეგიების
დანერგვას დადებითი, თუმცა ნაწილობრივი შედეგი მოჰყვა. ვფიქრობ, თუკი მოსწავლის პრობლემა
ყველა საგნის გაკვეთილზე ვლინდება, მხოლოდ ერთი ან ორი საგნის გაკვეთილზე კონტროლი
ვერ გამოიღებს სასურველ მთლიან შედეგს, ან ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდება ( და ამან მოსწავლის მოტივაციაზე შეიძლება
უარყოფითად იმოქმედოს).
მშობელთა სასკოლო
ცხოვრებაში აქტიურად ჩართვას მოსწავლეთა გააქტიურება მოჰყვა. მოსწავლეები მეტად ჩაერთნენ
სასკოლო ღონისძიებებში. მათ უწევდათ თანამშრომლობა თანაკლასელებთან და სხვადასხვა კალასის
მოსწავლეებთან. რითაც ზედმეტად მორიდებული მოსწავლეები მეტად გახსნილები და თავისუფლები
გახადა.
რეკომენდაციები
კლასის ეფექტური
მართვისათვის
შემუშავებული
რეკომენდაციები:
1.
საჭიროა VIII კლასში შემსვლელ პედაგოგთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება:
·
კლასის ეფექტური მართვის სტრატეგიების (ქცევის წესები
და პროცედურები, მოსწავლეთა პასუხისმგებლობის გაზრდა და თვითკონტროლი )ერთობლივად დამუშავება,
გაანალიზება;
·
კრიტიკული მეგობარი _ გაკვეთილებზე დასწრება და კლასის
ეფექტური მართვის სტრატეგიების დანერგვა:
o
moswavlis pasuxismgeblobis ganviTareba;
o
pozitiuri saklaso klimatis Seqmna;
o
swavlebis SesaZleblobis
maqsimalurad gazrda.
2.
სასურველია VIII კლასის მოსწავლეთა აქტიური ჩართვა სასკოლო და საკლასო შემოქმედებით
და ინტელექტუალურ ღონისძიებებში, პროექტებში.
3.
საჭიროა პედაგოგებსა და მშობლებს შორის ურთიერთობის
გაღრმავება:
·
მასწავლებელმა სასწავლო წლის დასაწყისშივე დაიწყოს მშობლებთან
კომუნიკაცია:
o
gaugzavnოს werili
mSoblebs,
romelSic
saswavlo
wlisadmi
მასწავლებლის
pozitiuri
molodinebi
iqneba
gadmocemuli.
o
daurekოს mSoblebs saswavlo
wlis
pirvel an meore dResve
potenciuri
problemebis
aRmosafxvrelad.
·
მასწავლებლებმა მუდმივად უნდა ითანამშროლონ მშობლებთან,
მოუწოდონ მათ, რომ დაეხმარონ სახლში მიცემული სამუშაოს შესრულებაში, აკონტროლონ ტელევიზორის
ყურებისა და კომპიუტერთან გატარებული დროის ხანგრძლივობა, წაუკითხონ ბავშვებს წიგნები.
დასკვნა
ჩატარებული პრაქტიკული კვლევის საფუძველზე (კვლევა მოიცავდა
პრობლემის შესწავლის, ცვლილების დაგეგმვა-განხორციელებისა და შეფასების ეტაპებს) შეიძლება
დავასკვნათ, რომ VIII კლასის მოსწავლეთა ქცევითი პრობლემების გამომწვევი მიზეზებია:
·
VIII კლასში შემსვლელ პედაგოგებში კლასის ეფექტური მართვის ცოდნის დეფიციტი (ქცევის
წესების აქრონა, ან არაეფექტურად გამოყენება);
·
პედაგოგთა შორის ინფორმაციის გაცვლის ნაკლებობა;
·
მასწავლებელსა და მშობელს შორის კომუნიკაციის ნაკლებობა.
აღნიშნული პრობლემებისაღმოსაფხვრელად
გადიდგა ნაბიჯები. გატარებული ინტერვენციების შეფასებისას გამოვლინდა, რომ მატი უმრავლესობა
შედეგიანი იყო.
დანართები:
დანართი
№1 კითხვარი
მოსწავლეთათვის
ძვირფასო მოსწავლეებო!
მოსწავლეთა
ქცევის გაუმჯობესების, მოსწავლეთა შორის ურთიერთობების უკეთ წარმართვისა და თანამშრომლობის
უნარის განვითარებისათვის მეტად მნიშვნელოვანია მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის
გახსნილი, გულწრფელი ურთიერთობა, აზრთა გაცვლა-გამოცვლა. თქვენი აქტიურობა და ჩართულობა
დიდწილად განაპირობებს კლასის ერთ გუნდად ჩამოყალიბებას; ეს კი თავისთავად შეუწყობს
ხელს თითოეული თქვეენგანის დიდ წარმატებას, როგორც სწავლაში, ასევე ქცევაში.
გმადლობთ! გთხოვთ,
ყურადღებითა და გულწრფელად შეავსოთ კითხვარი;
1.
როგორია თქვენი კლასის მდგომარეობა სწავლის მხრივ?
ძალიან კარგი კარგი ნორმალური მძიმე ძალიან მძიმე
2.
როგორი მდგომარეობაა თქვენს კლასში მოსწავლეთა ქცევის
მხრივ?
ძალიან კარგი
კარგი ნორმალური მძიმე ძალიან მძიმე
3.
მეგობრებთან ერთად ცელქობ და სისულეებს ჩადიხარ:
ძალიან ხშირად ხშირად ხანდახან არასდროს
4.
როცა რომელიმე მოსწავლეს რაიმე ეშლება, ან არც თუ მთლად
კარგად აკეთებს რამეს, როგორ იქცევიან დანარჩენი მოსწავლეები? (შეგიძლიათ შემოხაზოთ რამდენიმე პასუხი)
ა) არ იმჩნევენ
ბ) აბუჩად იგდებენ
გ) ირონიულად გადახედავენ
ერთმანეთს
დ) დასცინიან
ე) წუხდებიან
ვ) ამხნევებენ
ზ) სხვა
____________________________________________________________________________
შენიშვნა- დაზუსტება-კომენტარი:__________________________________________________________
_________________________________________________________________________________________
5.
როცა რომელიმე მოსწავლეს სწავლაში წარმატება აქვს, ან
კარგად აკეთებს რამეს, როგორ იქცევიან დანარჩენი მოსწავლეები? (შეგიძლიათ შემოხაზოთ რამდენიმე პასუხი)
ა) არ იმჩნევენ
ბ) აბუჩად იგდებენ
გ) ირონიულად გადახედავენ
ერთმანეთს
დ) დასცინიან
ე) წუხდებიან
ვ) უხარიათ
ზ) სხვა
____________________________________________________________________________
შენიშვნა- დაზუსტება-კომენტარი:__________________________________________________________
_________________________________________________________________________________________
6.
აითვალწუნებენ თუ არა მოსწავლეები რომელიმე მოსწავლეს
ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე შემთხვევაში?
კი არა
შემოხაზეთ რომელ შემთხვევაში (შეგიძლიათ
შემოხაზოთ რამდენიმე):
·
ახალი ნივთი აქვს
·
ახალი სამოსი აცვია
·
ახალი, განსხვავებული ამბავი მოყვა
·
ახალი ვარცხნილობა აქვს
·
განსხვავებული სიმაღლისაა
·
განსხვავებული სასწავლო ნივთები აქვს
·
ფული აქვს, ან არ აქვს, ან სხვათაგან განსხვავებული
რაოდენობისას ხარჯავს
·
განსხვავებულ საჭმელს ჭამს
7.
გამოარჩევენ (განსაკუთრებულად დაუახლოვდებიან) თუ არა მოსწავლეები რომელიმე მოსწავლეს ქვემოთ ჩამოთვლილ
რომელიმე შემთხვევაში?
კი არა
შემოხაზეთ რომელ შემთხვევაში (შეგიძლიათ
შემოხაზოთ რამდენიმე):
·
ახალი ნივთი აქვს
·
ახალი სამოსი აცვია
·
ახალი, განსხვავებული ამბავი მოყვა
·
ახალი ვარცხნილობა აქვს
·
განსხვავებული სიმაღლისაა
·
განსხვავებული სასწავლო ნივთები აქვს
·
ფული აქვს, ან არ აქვს, ან სხვათაგან განსხვავებული
რაოდენობისას ხარჯავს
·
განსხვავებულ საჭმელს ჭამს
8.
გრძნობ თუ არა კლასში მოსწავლეთაგან თავს დაცულად, უსაფრთოდ
?
არასდროს იშვიათად ხანდახან ხშირად ყოველთვის
9.
გრძნობს თუ არა კლასში მოსწავლეთაგან თავს დაცულად,
უსაფრთოდ ყველა მოსწავლე ?
არასდროს იშვიათად ხანდახან ხშირად ყოველთვის
10.
კლასელებთან ურთიერთობისას ურთიერთობის რომელ ფორმას
იყენებ? (დანომრე 1-დან 5-მდე _ 1 ნიშნავს, რომ ყველაზე ნაკლებად იყენებ, 5 კი_ ყველაზე მეტად)
o განრიდება (ცალკე მიდიხარ, არაფერს ცვლი)
o შეგუება (სხვასთან ურთიერთობისთვის ბევრ რამეს თმობ)
o კონკურენცია (ეჯიბრები სხვას)
o კომპრომისი (შენც თმობ და სხვაც - ვისთანაც რაღაც გაკავშირებს)
o თანამშრომლობა
(შენ და სხვა ერთმანეთს უთანხმებთ საქმეებს, შენი საქმეც კეთდება და სხვისიც, ყველა
კმაყოფილია და ყველასთან კარგი ურთიერთობა გაქვს)
11.
რა მოგწონს და რა არა კლასელებთან ურთიერთობაში საკუთარ თავში:
მომწონს...
________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________
არ მომწონს...
________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________
12.
რა მოგწონს და რა არა კლასელებში კლასელების შენთან ურთიერთობისას:
მომწონს...
________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________
არ მომწონს...
________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________
13.
შეგიძლია თავი სხვის ადგილას წარმოიდგინო, შეხვიდე სხვის
მდგომარეობაში (წარმოიდგინო, რას გრძნობსა და განიცდის სხვა)?
არა, არასდროს იშვიათად ხანდახან ხშირად თითქმის ყოველთვის
14.
გაკვეთილზე შესასრულებელი სამუშაო უმეტესად გირჩევნია
შეასრულო:
ინდივიდუალურად
(მარტომ) წყვილში ჯგუფში მთელ კლასთან
დაასახელე მიზეზი/მიზეზები, რატომ გააკეთე ეს არჩევანი?
___________________________________________
_________________________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________________________
15.
რამდენად ხშირად იცავ ქცევის წესებს?
თითქმის ყოველთვის ხშირად ხანდახან იშვიათად ძალიან იშვიათად
16.
რა გიწყობს ხელს ქცევის წესების დაცვაში?
(შეგიძლია შემოხაზო რამდენიმე პასუხი)
·
ყურადღებიანი ვარ, ყურადღებას იოლად ვიკრებ და გაკვეთილში
იოლად ვერთვები;
·
მოწესრიგებული ვარ, წესრიგი მიყვარს;
·
თავმდაბალი ვარ და წესების მორჩილება ღირსების შელახვად
არ მიმაჩნია;
·
შემიძლია სხვებს არ ავყვე, მტკიცე ხასიათი მაქვს;
·
არ მსიამოვნებს სასჯელი, არ მიყვარს პრობლემებში გახვევა;
·
კაცთმოყვარე ვარ, არ მსიამოვნებს, როცა ვინმე ჩემ გამო
ცუდად გრძნობს თავს;
·
მინდა კარგი სახელი მქონდეს;
·
მეშინია სასჯელის, არ მინდა პრობლემები ოჯახმა გაიგოს;
·
ვცდილობ სხვას ისე მოვექცე, როგორც მე მინდა რომ მექცეოდნენ;
·
სწავლა მიყვარს და წესრიგი ხელს მიწყობს სწავლაში მეტი
რამის გაკეთებაში;
·
სამართლიანი ვარ, წესებს პატივს ვცემ; წესების დაცვა
მნიშვნელოვანია;
·
სხვა
__________________________________________________________________
17.
რა გიშლით ხელს ქცევის წესების დაცვაში?
(შეგიძლია შემოხაზო რამდენიმე პასუხი)
·
გონებაგაფნტულობა და გულმავიწყობა _ ყველაფერი მავიწყდება
ხოლმე;
·
მოუწესრიგებლობა _ არ ვიცი როგორ ავაწყო და დავალაგო
საქმე;
·
როგორღაც თავმოყვარეობა მელახება _ წესების მორჩილება ღირსების შელახვად მეჩვენება,
რადგან წესების დაცვა სხვისი მორჩილებაცაა;
·
არ შემიძლია სხვებს არ ავყვე, რადგან შეიძლება ამით
მათთან ურთიერთობა გამიფუჭდეს;
·
არ შემიძლია სხვებს არ ავყვე, რადგან გაკვეთილი მღლის
და წესების დარღვევისას ვერთობი;
·
ჩემგან წესების დარღვევა ყურადღებას ჩემკენ მომართავს;
ყურადღებას რომ მაქცევენ, მსიამოვნებს;
·
არ შემიძლია სხვებს არ ავყვე, რადგან მეგობრული ვარ,
არ მსიამოვნებს, როცა მეგობარი ჩემ გამო ცუდად გრძნობს თავს (თუ არ ავყევი);
·
მინდა გავლენა მქონდეს;
·
მინდა საკუთარი სურვილები შევისრულო;
·
წესების დაცვა მნიშვნელოვანი არაა;
·
საკუთარი თავის მართვა მიჭირს, ნებისყოფა არ მკმარა, ვერ
ვითმენ, ვერ ვახერხებ გაჩერებას;
·
სხვა
__________________________________________________________________
18.
ახერხებ საკუთარი
თავის მართვას, გაკონტროლებას?
ძალიან იშვიაათად იშვიათად ხანდახან ხშირად თითქმის ყოველთვის
გმადლობთ თანამშრომლობისთვის!
დანართი
№2 კითხვარი
მოსწავლეთათვის
მოსწავლის სახელი,
გვარი:
რა უწყობს ხელს ჩემს კლასში მეგობრული
ატმოსფეროს დამყარებას?
|
რა უშვლის ხელს ჩემს კლასში მეგობრული
ატმოსფეროს დამყარებას?
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
გმადლობთ თანამშრომლობისთვის!
ბიბლოიგრაფია
1.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი_
,,კლასის მართვა“, 2016 წ.
2.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
_ ,,ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარების განვითარება დაწყებითი კლასების
მასწავლებლებში“, 2016წ.
3.
მ. წერეთელი _ ,,განათლების
ფსიქოლოგია“, 2016 წ.
რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარებაზე
კოლეგები კვლევის
დაწყებიდანვე დაინტერესებული იყვნენ კვლევით. უკუკავშირს ვიღებდი როგორც კვლევის მიმდინარეობისას,
ისე მისი დასრულების შემდეგ, როგორც ჩემი, ასევე კოლეგების ინიციატივით.
პრობლემა აქტუალური
იყო არა მხოლოდ იმ მასწავლებლებისთვის, რომლებიც VIII კლასში შედიოდნენ, არამედ სკოლის
სხვა პედაგოგებისთვისაც, რაკიღა კლასის ეფექტურად მართვის დეფიციტი ერთ-ერთი ყველაზე რთული და გავრცელებული
პრობლემაა სკოლებში. კოლეგები თავადაც იჩენდნენ ინიციატივას, მიეღოთ ინფორმაცია კვლევის
მიმდინარეობის შესახებ, მაძლევდნენ უკუკავშირს: ერთ-ერთმა პედაგოგმა ინტერვენციისათვის
მოსწავლეთა თვითრეგულაცია _ ქცევის თვითმართვის გამოყენება მირჩია, რაც მივიღე და გამოვიყენე.
ინტერვენციის დასრულების
შემდეგ ჩატარდა შეხვედრა; კოლეგებმა აღნიშნეს, რომ კვლევის შედეგების მდგრადობისათვის
ძალიან კარგი იქნებოდა, თუკი მასწავლებლები განაგრძობდნენ თანამშრომლობას, დაიგეგმებოდა
და ჩატარდებოდა სამუშაო შეხვედრები.
ვფიქრობ, რომ მასწავლებლებისთვის
პრაქტიკის კვლევა პრობლემის შესწავლისა და
გადაჭრის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა; მასწავლებელთა უკუკავშირი იყო კონსტრუქციული
და საქმიანი. მათგან წამოვიდა თხოვნა, მათთვის დეტალურად გამეცნო კვლევის ჩატარების
თავისებურებები და პრობლემები; მათაც გაუჩნდათ კვლევის ჩატარების სურვილი.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის
სოფელ ნიკორწმინდის
საჯარო სკოლის
ქართული ენისა და
ლიტერატურის მასწავლებელი თამარ კობახიძე
No comments:
Post a Comment