დღე 1-ლი. განვიხილეთ ინტელისძირითადიკურსისმიზნებისადამოლოდინები;
პროექტისდაგეგმვისადაპროექტებისსწავლებაშიდანერგვისმიდგომები; როგორშეიძლებაგამოვიყენოთტექნოლოგიებიყველაზეეფექტურადსწავლებისპროცესისხელშეწყობისადამოსწავლეთასწავლისშესაფასებლად.
გავეცანით
პორტფოლიოს კომპონენტებს, ·ვიმსჯელეთ
საპროექტო იდეებზე.
დღე მე-2.
განვიხილეთ, როგორ დაეხმარება პროექტები მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევასა (ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგზე გასვლაში) და 21-ესაუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში;
ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის დაგეგმვის დაწყება, რომლის მიზანია მაღალი დონის სააზროვნოდა 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება.
შევარჩიეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი 21- ე საუკუნის უნარ-ჩვევები.
გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონს, პორტფოლიოს რუბრიკასა და პროექტის პორტფოლიოების ნიმუშებს;
ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირებაზე.
შევიმუშავეთ სტანდარტები ჩვენი პროექტისთვის.
დღე მე-3 .
განვიხილეთ ინტერნეტის გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში:
ციტირებული წყაროების შემცველი დოკუმენტის შექმნა;
ინტერნეტ რესურსების გამოყენების დანერგვა კვლევის, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, პრობლემების გადაჭრისა და
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარების მხარდასაჭერად.
დღე მე-4.
ვიმსჯელეთ, როგორ
გამოვიყენოთ ჩვენს პროექტში ინტერნეტი; როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე
ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლი შეფასების მიზნით; განვიხილეთ ინტერნეტის
უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენების პირობები, საკომუნიკაციო საშუალებები
(ელ.ფოსტა, სკაიპი, ბლოგი, ჩატი, სოციალური ქსელები, ფორუმი, ონლაინ
გამოკითხვები...);
ვიმუშავეთ წყვილებში: ,,დაწყვილდი და გაუზიარე"; გადავხედეთ
სასწავლო პროექტის გეგმებს;
დღე მე-5.
ვიმუშავეთ ,,დაფიქრდი და გაუზიარე" - უკუკავშირის
გამოყენებაზე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის გასაუმჯობესებლად; ვიმუშავეთ ბლოგებზე,
გუგლის დოკუმენტებზე... ბიბლიოგრაფიაზე.
დღ მე-6.
ვისაუბრეთ, განვიხილეთ
მოსწავლეთა შეფასების რუბრიკები, ქულების მინიჭების
სქემები (კითხვა-პასუხი, დისკუსია, ვენის დიაგრამა, ვ-მ-ვ, დაკვირვების მეთოდი,
ესე, პრეზენტაცია, ტესტები, ბუკლეტი, გაზეთი, პორტფოლიო...); განვიხილეთ პროექტები
და პრეზენტაციები.
დღე მე-7.
განვიხილეთ კითხვის დასმის
სხვადასხვა ტექნიკა; დავხვეწეთ პრეზენტაციები, დოკუმენტები და ბლოგის გვერდები; ვისაუვრეთ,
როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად;
დღე მე-8.
ვიმუშავეთ პროექტების დახვეწასა
და ინტერნეტში განთავსებაზე, ბლოგებზე და გუგლის გამოკითხვის ფორმებზე (კვლევა
ელ.გამოკითხვის საშუალებით).
No comments:
Post a Comment