ნიკორწმინდის საჯარო სკოლაში ჩატარდა ვაჟა-ფშაველას 150 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული.კვირის ბოლოს ასევე ჩატარდა ლიტერატურული საღამო.გთავაზობთ ნაწყვეტს.
Wednesday, December 7, 2011
Saturday, August 6, 2011
სიყვარული
პროექტის მთავარი იდეა (თემა): მოსწავლეებმა ისწავლონ და ადამიანებს გაახსენონ სიყვარული.
პროექტის აქტუალობა: ადამიანებს აკლიათ ნამდვილი ურთიერთობები და ჩაკეტილები არიან (ხშირად) საკუთარ ან სხვის მიერ მოგონილ ყალბ და პოპულარულ ჩარჩოებში. ბავშვები ხედავენ და ბაძავენ უფროსებს და მცდარი შეხედულებები ექმნებათ ადამიანთათვის საჭირო მნიშვნელოვან ღირებულებებზე. ერთ–ერთი ასეთი (ფორმაშეცვლილი და დამახინჯებული) ფასეულობა სიყვარულია.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებს შეექმნათ საკუთარი (და ჭეშმარიტებასთან მიახლოებული) შეხედულება სიყვარულზე; შეძლონ საკუთარი აზრების ფართო აუდიტორიისთვის გაზიარება, საკუთარი ცოდნის გამოყენება; ისწავლონ ფიქრი და და ძიება (დამოუკიდებლად).
ვადები/ხანგრძლივობა: 4 თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეთა მიერ შექმნილი ალმანახი, ლიტერატურული საღამო, ბლოგი, მისალოცი ბარათები.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ქართული და უცხოური ლიტერატურა, ქართველ და უცხოელ მხატვართა, კომპოზიტორთა შემოქმედება, კინოფილმები; კომპიუტერი, ინტერნეტი, პრინტერი, პროექტორი, მუსიკალური ცენტრი, მიკროფონები, დიდი ფორმატის ფურცლები, ფერადი საღებავები (გუაში), ფუნჯები.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები ქართულ და უცხოურ ლიტერატურაში, ქართველ და უცხოელ მხატვართა და კომპოზიტორთა შემოქმედებაში, კინოფილმებში ეძებენ, აგროვებენ ამონაწერებს, ფრაზებს, კადრებს და იკვლევენ, ადარებენ, იქმნიან აზრს რა არის სიყვარული. ამობეჭდავენ საჭირო ინფორმაციას და შეადგენენ ალმანახს, ხელით გააფორმებენ ყდასა და წიგნის თითოეული თავის თავფურცელს (შესაძლებლობის შემთხვევაში სასურველია რამდენიმე ეგზემპლარად სტამბაში დაბეჭდვა). მოძიებული და შერჩეული მასალით შექმნიან მისალოც ბარათებს (შესაძლებლობის შემთხვევაში სასურველია რამდენიმე ეგზემპლარად სტამბაში დაბეჭდვა). მოძიებული და დამუშავებული მასალით (ლექსები, ფრაზები, კადრები კინოფილმებიდან, ცნობილი მხატვრებისა და კომპოზიტორების ნამუშევრებით შექმნილი პრეზენტაცია, ალმანახი, მისალოცი ბარათები) ჩატარდება ლიტერატურული საღამო, რომლითაც ფართო აუდიტორიას გააცნობენ საკუთარი კვლევის შედეგებს - რა არის სიყვარული.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა და ლიტერატურა, გერმანული ენა, რუსული ენა, ხელოვნება, მუსიკა.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): თამარ კობახიძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: tkobakhidze13@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: tkobakhidze13.blogspot.com
Subscribe to:
Posts (Atom)